Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: მეგასპორტი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
კომპანია "მეგასპორტი" ტანსაცმლის მაღაზია The North Face-ის ბათუმის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის მართვა და გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გუნდის მართვა, მოტივაცია და განვითარება;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ვიზუალური სტანდარტებისა და ბრენდის სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის მიღების, განთავსებისა და მარაგების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
** პრობლემური სიტუაციების დროული გადაწყვეტა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და წესების შესრულების კონტროლი.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე info@megasport.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე