|
დასახელება:
ავტო სესხების ექსპერტი
|
| მომწოდებელი:
ბერმელი
|
|
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების ექსპერტის პოზიციაზე ქ. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** სასურველია ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომანქანების შემოწმება-შეფასება (ავტომანქანების მოდელებისა და საბაზრო ღირებულების ცოდნის საფუძველზე);
** გარკვევა მომხმარებლების მოთხოვნებში, შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება, ამ პროდუქტების უპირატესობის ახსნა;
** ავტო სესხის განაცხადის მომზადება, სესხის რეგისტრაცია და კომიტეტზე წარდგენა;
** საგირავნო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ანალიზი;
** ჯანსაღი პორტფელის მართვა გაპრობლემურებისგან თავის დასაზღვევად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/cAu5
|
|
|
|