Робота для біженців з України
ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: თრექინგს.ჯი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
მზარდი ლოგისტიკური კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ლოგისტიკის სპეციალისტს.

თუ გიყვართ პროცესების ორგანიზება, ადამიანებთან კოორდინაცია და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, გთავაზობთ სტაბილურ გარემოსა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

პირობები:

** ანაზღაურება: 1 500-2 000 ლარი;
** პროფესიული სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურების რეალური პერსპექტივა;
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

სამუშაო ადგილი: ორხევი

ძირითადი მოვალეობები:

** გადაზიდვებისა და მიწოდების პროცესების ყოველდღიური კოორდინაცია;
** მძღოლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** მარშრუტების, მიწოდების სტატუსებისა და ვადების კონტროლი;
** სისტემაში მონაცემების დროული და ზუსტი განახლება;
** ლოგისტიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
** პრობლემური შემთხვევების მოგვარება პასუხისმგებელ გუნდებთან ერთად.
** სხვა მიმდინარე საოპერაციო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია;
** კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი;
** Excel-ისა და MS Office-ის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@trackings.ge

თემის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე