Робота для біженців з України
ბოულინგ ცენტრის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბოულინგ ცენტრის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: East Point Tbilisi
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
სავაჭრო და გასართობი ქალაქი "ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას ბოულინგ კლუბ "ლებოვსკიში" შემდეგ პოზიციაზე: ბოულინგ ცენტრის ადმინისტრატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბოულინგ-კლუბის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მენეჯმენტი
** სამუშაო გრაფიკების შედგენა
** სტუმრების კონსულტაცია შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით
** კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება
** ბოულინგ-კლუბის ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე გასართობ ცენტრში, სპორტულ კლუბში, სასტუმროში, სავაჭრო ცენტრში, SPA ცენტრში და ა.შ.
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე

ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები (დამატებით ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების შესაბამისად)
გრაფიკი: 10-11 მორიგეობა თვეში
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge, განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2026.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე