Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გერმანული სავაჭრო ცენტრი
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"გერმანული სავაჭრო ცენტრი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ განვითარდეთ გაყიდვების სფეროში ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ადგილმდებარეობა: თბილისი მოლიდან 3 კმ-ში.მცხეთის გზატკეცილი, ტრანსპორტირება თბილისი მოლიდან ან მეტრო სარაჯიშვილიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული მომხმარებლებისათვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული ავეჯის შერჩევაში დახმარება
** პროდუქციის მახასიათებლების, მასალისა და ფუნქციონალის დეტალური ცოდნა და პრეზენტაცია
** გაყიდვების სრული პროცესის მართვა, შეკვეთის გაფორმება, გადახდის უზრუნველყოფა, მიწოდების დეტალების ცოდნა და გაკონტროლება
** შოურუმში წესრიგის დაცვა
** გაყიდვების პროგრამული ასახვა და სალარო აპარატთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** მსგავსს პოზიციაზე (ავეჯის მიმართულებით) გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ორიენტირებისა და პრობლემების სწრაფად მოგვარების უნარი

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 (ხელზე მისაღები) + მაღალი ბონუსი გაყიდვებიდან
** სამუშაო საათები: 10:00-19 :00 (6/1)
** სამუშაო ადგილი: თბილისი მოლიდან 3 კმ-ში.მცხეთის გზატკეცილი
** კომფორტული სამუშაო გარემო
** დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (cv) ელფოსტაზე: germanshop.ge@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე