|
დასახელება:
გარე სივრცეების დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
ტურინვესტ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 05 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ძირითადი მოვალეობები:
** საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
** გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი;
** ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება;
** ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი;
** ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა;
** შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს:
https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|