|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
გრატუს აპარტჰოტელ თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების დალაგება და წესრიგის დაცვა
** სისუფთავისა და კომფორტის უზრუნველყოფა დანერგილი სტანდარტების შესაბამისად
** თეთრეულის, პირსახოცებისა და აღჭურვილობის მოწესრიგება და მოვლა
** სტუმრების დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფა (ჰიგიენური საშუალებები, პირსახოცები და სხვა)
** უსაფრთხოების და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზორთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სისუფთავისა და წესრიგისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვირეკოთ შემდეგ ნომერზე 598350069
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
|
|
|
|