|
დასახელება:
ციფრული დიზაინერი და კბილის ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
SGS Dental Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
შპს "SGS Dental Lab" აცხადებს ვაკანსიას ციფრული დიზაინერისა და კბილის ტექნიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება ციფრული დაგეგმარების პროგრამებში (CAD/CAM - Exocad);
** პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სტომატოლოგიურ ტექნიკურ ლაბორატორიაში;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** სხვადასხვა სტომატოლოგიური კონსტრუქციის ციფრული დიზაინი;
** დიზაინის შემდგომი პრაქტიკული სამუშაოების შესრულება ლაბორატორიაში;
** ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად);
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადის მიღება:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (და ნამუშევრების პორტფოლიო, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ მისამართზე: sgsdentallab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|