|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პისიშოპ.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის 2, ვაჟა-ფშაველას 16ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
** მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა და დოკუმენტაციის შედგენა;
** პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ციფრული ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** სასურველია ინგლისურო ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტალური ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|