Робота для біженців з України
UI/UX დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო აცხადებს ვაკანსიას UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი და არსებული სისტემების მომხმარებელთა საჭიროებების კვლევა, მონაცემთა ანალიზი და დიზაინის გადაწყვეტილების შექმნა;
** Wireframes, Mockups, Prototypes შექმნა და ინტერფეისის ვიზუალიზაცია Figma-ში;
** UX-ში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია;
** UI დიზაინი თანამედროვე UX პრინციპებით, სხვადასხვა მოწყობილობისთვის (Web/Mobile/Tablet);
** მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპების გამოყენება;
** ფოტო ან ილუსტრირებული მასალის შექმნა / დიზაინი;
** თანამშრომლობა დეველოპერებთან, პროდუქტის მენეჯერებთან და სხვა დიზაინერებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Product/UI/UX დიზაინში ან შესაბამის როლში;
** დიზაინისა და ანალიტიკის სისტემების/ინსტრუმენტების ცოდნა, სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ssg.gov.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე