Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი/ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი/ინსტრუქტორი
მომწოდებელი: ქარავანი+
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "ქარავანი+" — სანადირო, თავდაცვისა და აქტიური დასვენების აღჭურვილობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის/ინსტრუქტორის პოზიციაზე.

თუ გაქვთ ინტერესი სამოქალაქო იარაღის, ნადირობისა და სალაშქრო ინვენტარის მიმართ, გსურთ განვითარდეთ დინამიკურ გარემოში და გაქვთ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ველოდებით თქვენს განაცხადს.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30 სთ
** შაბათი - 10:00-15:30 სთ
** კვირა - დასვენების დღე

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა ძირითადად დანების, დამატებით კი იარაღის, ამუნიციის, სათევზაო, კემპინგისა და სხვა პროდუქციის შერჩევაში;
** შოურუმში პროდუქციის ეფექტური განთავსება/ვიზუალური მერჩენდაიზინგი და მარაგების მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის უსაფრთხოების ნორმების დაცვა მაღაზიაში და ცივ თუ ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის წესების კონტროლი;
** სოციალური ქსელების გვერდებისთვის კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა (ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება, პროდუქციის წარდგენა);
** სოციალურ ქსელებთან (Facebook, Instagram და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);
** რეკომენდებულია ინსტრუქტორს ჰქონდეს გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: temo@caravani.ge, avto@caravani.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი".

შენიშვნა CV-სთან დაკავშირებით: განაცხადში აუცილებელია მითითებული იყოს: ფოტოსურათი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი, მისამართი, განათლება, ენების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე