Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: კოსი - კონცეფთ ოფ სეიფთი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
COS - "Concept Of Safety" აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ანაზღაურებად სტაჟირებაზე!

თუ გსურს პროფესიული განვითარება დაიწყო პროფესიონალურ გუნდთან ერთად და მიიღო რეალური პრაქტიკული ცოდნა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ძირითადი პირობები:

** სტაჟირების ტიპი: ანაზღაურებადი
** ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები) თვეში
** ხანგრძლივობა: 2 თვე
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 30 საათი

ვის ვეძებთ (საკვალიფიკაციო მოთხოვნები):

** კანდიდატი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი/აკრედიტებული კურსის აქტიური მსმენელი, ან ახლად დამთავრებული, აკრედიტებული გამოუცდელი სპეციალისტი.
** სფეროში განვითარების მაღალი მოტივაცია და სწავლის სურვილი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ (სწავლება და განვითარება):

** სრულყოფილი მომზადება: სტაჟირების პერიოდში გაივლით როგორც სიღრმისეულ თეორიულ, ისე აქტიურ პრაქტიკულ სწავლებას.
** მრავალფეროვანი გამოცდილება: გექნებათ შესაძლებლობა, ჩვენს გუნდთან ერთად მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სპეციფიკის მქონე პარტნიორ ობიექტებზე (როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი რისკის სექტორში).
** მენტორობა: მუდმივი მხარდაჭერა გამოცდილი პროფესიონალებისგან ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@cos.com.ge, 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "შრომის უსაფრთხოების სტაჟირება".

შეტყობინება პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე:

რეზიუმეს (CV) გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კოსი -კონცეფთ ოფ სეიფთიმ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები სტაჟიორის ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, წაშლისა და კანონით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@cos.com.ge.

თუ თქვენი კანდიდატურა არ შეირჩევა, თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება შერჩევის პროცესის დასრულებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოთქვამთ თანხმობას საკადრო რეზერვში მათი 1 (ერთი) წლის ვადით შენახვაზე, სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ამ შემთხვევაში, გთხოვთ, CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ შევსებული თანხმობის ფორმა, რომელიც თან ერთვის გამოცხადებულ ვაკანსიას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე