Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: Loopy Coffee
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Loopy Coffee" იხსნება და ჩვენს გუნდის წევრებს ვეძებთ! თუ გიყვარს ყავა, ადამიანებთან ურთიერთობა და კარგი გარემო — ეს შანსი შენთვისაა.

ვეძებთ ბარისტას!

გრაფიკი:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
** 3 ცვლა × 7 საათი (1 შესვენებით)
** 2 ცვლა × 8 საათი (1 შესვენებით)
** ყველა ცვლა იწყება 10:00 საათზე.
** ჯამში კვირაში 37 სამუშაო საათი.

ანაზღაურება: 8 ლარი/საათში + 3% გაყიდვებიდან

რას ველოდებით შენგან:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ესპრესოზე დაფუძნებული სასმელების მომზადების ცოდნა;
** სწრაფი, სუფთა და სტუმართმოყვარე მომსახურება;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩაითვლება პლუსად:

** ყავის ალტერნატიული მეთოდებით (Manual brew) მომზადების გამოცდილება;
** მარტო (Solo shift) მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: contact@loopy.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე