Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალარმო
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Alarmo" არის ბრენდი, რომელიც მეგობარი ბრენდებისთვისა და მათი წარმომადგენლებისთვის ქმნის უსაფრთხო გარემოს. ძირითადი სერვისებია:

საევაკუაციო გეგმები, სახანძრო სისტემების მონტაჟი, სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება, პირველადი დახმარების ტრენინგი, ცეცხლმაქრების გადამუხტვა.

ამ ეტაპზე "ალარმო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი წერეთლის 115 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირა დასვენება)

ვაკანსიაზე განიხილებიან როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კანდიდატები.

ძირითადი კრიტერიუმია მაღალი მოტივაცია და საქმისადმი მონდომება.

სამუშაო პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება: 700 ლარი (მზარდი) პლიუს საბონუსე სისტემა
** კორპორატიული მობილური ნომრით უზრუნველყოფა
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება/წარდგენა
** მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება/მოწესრიგება
** დაინტერესებულ მომხმარებელთან დროული უკუკავშირი
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან გასვლითი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებთან (Word, Excel) მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე: lana@alarmo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე