Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Infinity Ventures Holding
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.

ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

სფერო: საინჟინრო სისტემების ჰოლდინგი (MEP, HVAC, პროექტირება, ინსტალაცია, საინჟინრო მასალების იმპორტი)

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია და რეპორტინგი;
** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირება;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზრის კვლევა;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციებით, კატალოგებითა და სარეკლამო მასალებით
** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და იმპლემენტაცია, პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, პარტნიორული აქტივობები და გამოფენები (სტენდის კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ფასთა მოკვლევა, ლოჯისტიკა), ღონისძიებების შედეგების შეფასება;
** სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა (Facebook, Linkedin, Instagram, Tiktok და სხვა)
** თვიური/კვარტალური სოც.მედია კალენდრის შედგენა;
** პოსტების ტექსტების შინაარსის მოძიება ტექნიკური გუნდისგან და მომზადების კოორდინაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და სედეგების ანალიზი სოც.მედია მენეჯერთან თანამშრომლობით;
** ვიზუალური კონცეფციებისა და ვიდეომასალის შექმნა (ბანერები, კატალოგები, ბროშურები, პრეზენტაციები, საიმიჯო და პროდუქტის ვიდეოები), გადაღებების ორგანიზება და ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და E-commerce მიმართულების მართვა, კონტენტის განახლება, პროდუქტის ატვირთვა, ფასების კონტროლი, კამპანიების დაგეგმვა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება;
** საერთაშორისო ბრენდებთან (HVAC და საინჟინრო მასალების მწარმოებლები) კორდინაცია მარკეტინგულ აქტივობებზე;
** ბრენდული კომუნიკაციის მართვა: სეზონური და საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, პრეს-რელიზები, მედია კომუნიკაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვა ქსელურ მაღაზიებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
** 1-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
** სოციალური მედიის მართვის პროცესის კოორდინაცია
** სასურველია - ინგლისური.
** სასურველია E-commerce სფეროში გამოცდილება;
** ტექნიკური/საინჟინრო პროდუქტების მარკეტინგის გამოცდილება;
** Adobe, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Google Analytics და Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა.

პროფესიული უნარები:

** პროაქტიული და ინიციატივიანი;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 10:00-19:00/09:00-18:00
გამოცდილება: 1-3 წელი;
ლოკაცია: თბილისი; მ. მაჭავარიანის N65, შემდგომი შესაძლო ოფისის ცვლილებით;
მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე