|
დასახელება:
ტექნიკური ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
iSupport
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული?
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
"iSupport" - Apple Authorised Service Provider საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ პროფესიონალს გუნდში გასაწევრიანებლად და Apple-ის ტექნოლოგიებთან სამუშაოდ.
პოზიცია: ტექნიკური ინჟინერი
ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში
** მუშაობას Apple-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში
** წვდომას Apple-ის ოფიციალურ სასწავლო და განვითარების რესურსებზე
** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული მოწყობილობების ტექნიკური სერვისის უზრუნველყოფა Apple-ის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** შემოსული და გასული მოწყობილობების აღრიცხვა, კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი
** სერვისის ვადების კონტროლი და დადგენილი ვადების დაცვა
** IT სერვისების განვითარების და დანერგვის პროცესში მონაწილეობა
ვის ვეძებთ:
** სერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური განათლება; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** Apple-ის ტექნიკის შეკეთების გამოცდილება სასურველია;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 900 ლარი (Gross)
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ხელფასის ზრდის შესაძლებლობა
** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაშიც ბონუსის მიღების შესაძლებლობა, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულებული არასაგარანტიო მომსახურებების შესაბამისად
მცოცავი გრაფიკი: 10:00-19:00, 12:00-21:00, კვირაში 2 დასვენების დღე
ლოკაცია: თბილისი
რატომ უნდა აირჩიო iSupport?
** iSupport-ში გეძლევა რეალური შესაძლებლობა, განავითარო შენი კარიერა და პროფესიული უნარები ტექნოლოგიურ სფეროში.
** იმუშავებ გამოცდილ გუნდთან და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას Apple-ის ტექნოლოგიებთან, ავტორიზებულ სერვის გარემოში.
თუ მზად ხარ, განავითარო შენი პროფესიული უნარები და გახდე iSupport-ის სერვისის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV!
ლინკი: https://hel-ai.com/apply/ycdFuCnd
|
|
|
|