Робота для біженців з України
საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის შესახებ:

სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა.

** სასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა;
** კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა;
** ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება;
** სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;
** ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

hr@gsmmotors.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე