|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოტიუმი
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
უძრავი ქონების სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია "ოტიუმი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ოტიუმ დეველოპმენტი 2023 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო-თბილისში, ბათუმსა და ფოთში.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
** საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის დაჯავშნა/შეძენა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპოებისა და ღონისძიებების მოძიება, შეფასება და მონიტორინგი, მათზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
** ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება;
** ელ. ფოსტის მონიტორინგი;
** კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
** ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა;
** შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები;
სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. იოსებიძის #73
ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო საათები:
სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@otium.ge და გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|