Робота для біженців з України
მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის რეგისტრატორის (ღამის აუდიტის) პოზიციაზე.

კვირაში 4 სამუშაო დღე (40 საათი)
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გაცილება და მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ჯავშნების, გადახდებისა და სტუმრის ანგარიშების მართვა და სიზუსტის კონტროლი;
** ღამის აუდიტის პროცედურების შესრულება, ფინანსური ანგარიშების დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სტუმრების მოთხოვნებსა და საჩივრებზე ოპერატიული რეაგირება, პრობლემების ეფექტური გადაჭრა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
** სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შიდა ინფორმაციის კოორდინაციის უზრუნველყოფა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი სარგებელი:



** პროფესიული განვითარება;

** კონკურენტული ანაზღაურება;

** ტრანსპორტირება ღამის საათებში;

** დაზღვევა;

** კვება;

** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე