Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია სენდო
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, შპს სენდო, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1000-1300 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: http://www.sendo.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა

შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი შესრულების მონიტორინგი
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც:

** არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი
** ფლობს ანალიტიკური აზროვნების უნარს
** აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა
** არის დეტალებზე ორიენტირებული
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი
** არის კომუნიკაბელურობა
** აქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** აქვს პუნქტუალურობა
** აქვს გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@sendo.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს სენდოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.

აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე