Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
კერძო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.

ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, ჩაერთვება ბიზნეს-სამართლის ყოველდღიურ პროცესებში და მიიღებს რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე (დღეები შეთანხმებით, სტუდენტზე მორგებული).
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა.
** სამუშაო გარემო: მეგობრული, მხარდამჭერი და პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობით.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების (ნასყიდობა, მომსახურება, იჯარა და ა.შ.) მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და კორექტირება.
** პარტნიორ და კონტრაგენტ კომპანიებთან მიმდინარე იურიდიული საკითხების მოგვარება და კომუნიკაცია.
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
** კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტები ან მაგისტრანტები).
** სამოქალაქო და კორპორაციული სამართლის საფუძვლების კარგი ცოდნა.
** გამართული ქართული სალიტერატურო ენით წერისა და მეტყველების უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნება და ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infora07@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე