|
დასახელება:
აუდიოვიზუალური ტექნიკის/ღონისძიებების ტექნიკური თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
AV RENT / Proelectronics
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
აუდიოვიზუალური ტექნიკისა და ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანია "AV RENT / Proelectronics" ეძებს პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე პერიოდული სამუშაოსთვის.
ამ ეტაპზე ძირითადად გვჭირდება თანამშრომლები სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლის სამუშაოებზე. საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს გახმოვანების, განათებისა და LED ეკრანის მოწყობილობების გადატანასა და მონტაჟში დახმარებას.
სამუშაოს აღწერა:
** საწყობში ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მომზადება და ავტომობილში ჩატვირთვა;
** ღონისძიების ადგილზე ტექნიკის გადატანა და განთავსება;
** სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლა;
** დინამიკების, განათებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟში დახმარება;
** ღონისძიების დასრულების შემდეგ ინვენტარის დაშლა, ჩატვირთვა და საწყობში დაბრუნება;
** სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და სწორად დასაწყობება.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო არ არის ყოველდღიური და ფიქსირებული გრაფიკით. თანამშრომლის გამოძახება ხდება დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით.
** შესაძლებელია ამ საქმიანობის შეთავსება სხვა სამსახურთან, სწავლასთან ან სპორტულ საქმიანობასთან. მთავარია როდესაც შევთანხმდებით მოსვლასთან დაკავშირებით 100% ით გამოცხადდეთ დათქმულ დროს.
** სავარაუდო დატვირთვა შეადგენს თვეში დაახლოებით 3-დან 10 ღონისძიებამდე. სეზონურად შესაძლებელია როგორც რამდენიმე გადაბმული სამუშაო დღე, ისე შედარებით ნაკლები დატვირთვა. ყველაზე აქტიური პერიოდი ძირითადად მაისიდან იანვრის შუა რიცხვებამდეა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი დონის პუნქტუალურობა და შეთანხმებულ დროს ადგილზე გამოცხადება იქნება ეს დილის 7 საათი თუ ნებისმიერი დრო;
** პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი გრძნობა;
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა ;
** გუნდურად მუშაობის უნარი სხვა გუნდის წევრების მიმართ პატივისცემით მოპყრობა;
** დავალებების ზუსტად შესრულება;
** სამუშაოს მიმდინარეობისას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა;
** სამუშაო ინვენტართან ფრთხილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს ამ ინდუსტრიაში და განვითარდეს;
** სასცენო კონსტრუქციების ან სხვა ტექნიკური მოწყობილობების აწყობის გამოცდილება აქვს ნებისმიერი კუთხით;
** ტექნიკის მიმართ ინტერესი და ახალი საქმის სწრაფად ათვისების უნარი;
** ღონისძიებების ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და სწავლის სურვილი.
თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაბამისი უნარი და დაინტერესება, შესაძლებლობა მიეცემა ეტაპობრივად შეისწავლოს და განვითარდეს შემდეგ მიმართულებებში:
** სასცენო განათება;
** გახმოვანების სისტემები;
** LED ეკრანები;
** სასცენო და გადახურვის კონსტრუქციები.
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული ღონისძიების მიხედვით და შეადგენს დაახლოებით 200-დან 700 ლარამდე, სამუშაოს მოცულობის, სირთულის, ხანგრძლივობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. გადახდა ხდება ღონისძიების დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.
კონკრეტული სამუშაოს პირობები, განრიგი და ანაზღაურება თანამშრომელს წინასწარ ეცნობება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ:
** სახელი და გვარი;
** საკონტაქტო ნომერი;
** სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა;
** ამჟამად მუშაობთ თუ არა და რამდენად მოქნილი გრაფიკი გაქვთ;
** გაქვთ თუ არა ფიზიკურ ან ტექნიკურ სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება.
CV-ის გამოგზავნა სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599888791
სამუშაოს ძირითადი მდებარეობა: თბილისი
|
|
|
|