|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
თურსა
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 59-ში მდებარე "თურსა"-ს სუპერმარკეტი;
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვეებით
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებელთან მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი
ანაზღაურება: პირველი თვე 900 ლარი, 3 თვის შემდეგ 1000 ლარი;
პირველი თვის შემდეგ საბონუსე სისტემა
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 3-4 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@tursa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე-კონსულტანტი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|