|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სეიფთი პლუს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
შრომის უსაფრთხოების კომპანია "Safety Plus Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გამოქვეყნება: 02 სექტემბერი/ბოლო ვადა 02 ოქტომბერი
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, პოტენციური მომხმარებლისთვის მომსახურების შეთავაზება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან პერიოდული კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ინიცირება მენეჯმენტთან, დაგეგმვა და ორგანიზება;
** ყოველთვიური/კვარტალური/წლიური დასახული გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ-მაღალ საბონუსე სისტემას;
** სამუშაო გრაფიკი თავისუფალი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosafetyplus.ge@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 02 ოქტომბრისა.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|