Робота для біженців з України
თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერი
მომწოდებელი: ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერის პოზიციაზე.

თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერის ფუნქციები:

** კომპანიის შიდა და გარე სივრცის კონტროლი, მოვლა, დასუფთავება (მ.შ. სამრეცხაოს ბოქსების დასუფთავება, ბოქსებში არსებული შუშების და სამართავი პულტების, ასევე მტვერსასრუტების მოვლა-გაწმენდა);
** ორგანიზაციის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებებისა და ინვენტრის მოვლა-შენახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
** მომხმარებლებზე ყურადღების მიქცევა, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა;
** ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება.

შრომის ანაზღაურების პირობები: ყოველდღიური ანაზღაურება, შემოსული საერთო თანხის 20%.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები 8:00 - 19:00 საათამდე, შესვენება თავისუფალი გრაფიკით, დღეში 2-ჯერ, თითო საათის ოდენობით. დამსაქმებელი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს დღის განმავლობაში შრომის საათებს, რის შესახებაც წინასწარ ატყობინებს დასაქმებულს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი https://www.esggeorgia.ge, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika. კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 591 29 90 20 - გიორგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე