|
დასახელება:
ფინანსური ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Georgian Logistic Group - GLG
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
Georgian Logistic Group (GLG) 2013 წლიდან აწვდის საერთაშორისო გადაზიდვისა და საბროკერო სერვისებს არამარტო ქართულ ორგანიზაციებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
GLG აქვს 3 ოფისი საქართველოში და კარგად განვითარებული პარტნიორული კავშირები მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის გუნდი არის მეგობრული, შეკრული და ორიენტირებული ზრდასა და პროფესიონალიზმის გაღრმავებაზე.
ვეძებთ თანამშრომელს ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** Excel-ში მონაცემების შეყვანა და დამუშავება;
** კომპანიის საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების მომზადება/განხორციელება;
** მომწოდებლებისგან მიღებული ინვოისებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის შეგროვება და მოწესრიგება;
** დოკუმენტაციის ბუღალტერიაში დროულად მიწოდება.
მოთხოვნები:
** Excel-ის კარგად ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** კომუნიკაბელურობა;
** დაკისრებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე glglerona@gmail.com
|
|
|
|