|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ტენე
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
კომპანია "Tene" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორისპოზიციაზე ტელეფონის აქსესუარების მაღაზიაში.
თუ გიყვართ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხართ პასუხისმგებლობიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით Tene-ს გუნდს!
ლოკაცია: წერეთლის მეტროს მიმდებარედ. სოხუმის ქუჩა 4/6
სამუშაო გრაფიკი: 2-დან 5 დღემდე, სურვილის მიხედვით
მოჭრილი ხელზე ასაღები ხელფასი: 1000 ლარი + გაყიდვის ბონუსი გამომუშავებით
ძირითადი მოვალეობები:
** FINA პროგრამაში შეკვეთების მიღება, დამუშავება და კონტროლი;
** FINA პროგრამაში მონაცემების ზუსტად და დროულად შეყვანა;
** შეკვეთების მომზადებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
** მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლების შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი;
** კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი, სოხუმის 4/6
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე info@tene.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|