|
დასახელება:
მარკეტინგის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის ხელმძღვანელს. თქვენი როლი იქნება კომპანიის ბრენდების ცნობადობის გაზრდა, საცალო მაღაზიების ქსელის მარკეტინგული მხარდაჭერა და B2B საბითუმო/სადისტრიბუციო და სპეცტექნიკის მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება.
სფერო: მსუბუქი და სატვირთო ავტონაწილების რეალიზაცია საცალო და საბითუმო ქსელში, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის (დამტვირთველების) და მათი სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო და საბითუმო/სადისტრიბუციო მიმართულებების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა.
** სპეციალიზებული ტექნიკის რეალიზაციისთვის მიზნობრივი კამპანიების შექმნა სამშენებლო, საწარმოო და ლოგისტიკურ სექტორზე.
** სადისტრიბუციო ქსელსა და საცალო მაღაზიებში პროდუქციის სწორად პოზიციონირება, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა.
** სოციალური მედიის, საძიებო სისტემების კამპანიების მართვა როგორც ფართო მასებისთვის, ისე ვიწრო ბიზნეს-აუდიტორიისთვის.
** მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და დანახარჯების კონტროლი.
** კომპანიის იდენტობის, იმიჯისა და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორში.
** მაღაზიებისა და შოურუმების გარე და შიდა რეკლამების, ბანერების, კატალოგების, ფლაერებისა და ბრენდირებული აქსესუარების დიზაინისა და ბეჭდვის პროცესის ორგანიზება.
** პარტნიორ სტამბებთან, დიზაინერებთან და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხარისხის და ვადების კონტროლი.
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და გაყიდვების შედეგების მუდმივი ანალიზი; შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში. (ავტოინდუსტრიაში, დისტრიბუციაში ან რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** როგორც ფართო მასებთან, ისე ბიზნეს-კლიენტებთან (კორპორაციულ სექტორთან) კომუნიკაციის გამოცდილება.
** ციფრული და გაყიდვების მონაცემების ანალიზის უნარი (Google Analytics, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება).
** გუნდის მართვის, მოლაპარაკებებისა და პროექტების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან/და რუსული ენების კარგი ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის).
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას მიღწეული შედეგების მიხედვით.
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში.
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "მარკეტინგის ხელმძღვანელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 სექტემბერი 2026
კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|