Робота для біженців з України
დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ვეძებთ გამოცდილ დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ლაბორატორიის ტექნიკურ მიმართულებაზე, სამუშაო პროცესების ორგანიზებაზე, ხარისხის კონტროლსა და გუნდის განვითარებაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დენტალური ლაბორატორიის ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა;
** ტექნიკოსებს შორის სამუშაოს სწორად განაწილება;
** წარმოების ვადებისა და დატვირთვის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის საბოლოო კონტროლი;
** ექიმებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია;
** რთული კლინიკური შემთხვევების ტექნიკური დაგეგმვა;
** CAD/CAM workflow-ის ორგანიზება და განვითარება;
** Exocad / 3Shape-ის გამოყენება და გუნდის მუშაობის კონტროლი;
** milling, 3D printing, zirconia, PMMA, lithium disilicate, ceramic და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
** განმეორებითი შეცდომების მიზეზების ანალიზი და corrective action-ის დანერგვა;
** ტექნიკოსების პროფესიული განვითარების ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლების შერჩევასა და ადაპტაციაში მონაწილეობა;
** მასალებისა და ტექნიკური რესურსების რაციონალური გამოყენების კონტროლი;
** ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტებისა და სამუშაო პროტოკოლების შექმნა.

კანდიდატის მოთხოვნები:

** დენტალურ ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არა სავალდებულო);
** ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროთეზირების მიმართულებით;
** CAD/CAM სისტემების კარგი ცოდნა;
** Exocad-ის ან 3Shape-ის პრაქტიკული გამოცდილება;
** თანამედროვე ციფრული დენტალური workflow-ის ცოდნა;
** მაღალი ხარისხის კონტროლის უნარი;
** გუნდთან მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
** ექიმებთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

თუ გაქვთ გამოცდილება ლაბორატორიის პროცესების ოპტიმიზაციაში, ხარისხის სისტემის შექმნაში, CAD/CAM მიმართულების განვითარებაში ან გუნდის მართვაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი უპირატესობა.

ანაზღაურება: 5000 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

კანდიდატის შერჩევა მოიცავს ინტერვიუს და პრაქტიკულ/ტექნიკურ შეფასებას.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrvacinbox@gmail.com.

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ დენტალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული გასაუბრებაზე.

ფოტოს გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე