Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანია სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის პირველი დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს საარქივო დოკუმენტაციისა და ყუთების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას კომპანიის საწყობსა და კლიენტებს შორის.

მძღოლის ძირითადი მოვალეობები:

** საარქივე დოკუმენტების/ყუთების ტრანსპორტირება კომპანიის საწყობიდან კლიენტებთან და პირიქით;
** საჭიროების შემთხვევაში ქალაქგარეთ მივლინება
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის დროული შეტყობინება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა მიწოდების განხორციელებისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელი)
** ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი- პარასკევი, 9:30 - დან 18:00 საათამდე.
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@DRM.GE გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი" . სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე