Робота для біженців з України
ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ორბი ჯგუფი თბილისი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" ეძებს ელექტრო სამუშაოების ბრიგადის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს ელექტრობის გუნდს და უზრუნველყოფს სამუშაოების ეფექტურ ორგანიზებას, ხარისხიან და დროულ შესრულებას, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი (სამშენებლო ობიექტი)

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრობის გუნდის მართვა და ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება;
** გუნდის წევრებს შორის სამუშაოების განაწილება მათი გამოცდილებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით;
** სამუშაო პროცესისა და გუნდის პროდუქტიულობის მონიტორინგი;
** ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა;
** დამტკიცებული ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და პროექტის სპეციფიკაციების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
** სამუშაოების დაწყებამდე საჭირო მასალების, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და სხვა რესურსების განსაზღვრა;
** სასაწყობო გუნდთან მასალების მიღებისა და გაცემის პროცესის კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის პირველადი კონტროლი და გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** სხვა სამშენებლო მიმართულებებთან სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
** სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
** ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება, მათ შორის ყოველთვიური IPC-ის მომზადება;
** ელექტროენერგიის გათიშვის, ელექტრო ხარვეზებისა და სხვა ავარიული შემთხვევების დროს დროული რეაგირების უზრუნველყოფა;
** ელექტრობის გუნდის 24/7 ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნის უზრუნველყოფა, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე;
** თანამშრომლებისთვის საჭირო PPE-ის ხელმისაწვდომობისა და სათანადო გამოყენების კონტროლი;
** გუნდის მიერ HSE-ის მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაო ძალისა და რესურსების მობილიზების კოორდინაცია;
** თანამშრომელთა შვებულებების დაგეგმვა და კოორდინაცია პროექტის სამუშაო გრაფიკისა და პერსონალის საჭიროებების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** სამშენებლო ობიექტზე ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებისა და ზედამხედველობის გამოცდილება;
** ელექტრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** ელექტრობის გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად განაწილების გამოცდილება;
** ელექტრომასალების, ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის დაგეგმვისა და კონტროლის ცოდნა;
** HSE მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: mjapharidze@orbi.net.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე