Робота для біженців з України
სხვადასხვა - თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა - თერაპევტი
მომწოდებელი: სანმედი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კლინიკა "სანმედი" აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტებისთვის!

თუ გსურთ იმუშაოთ მხარდამჭერ, პროფესიონალურ გარემოში და შეიტანოთ რეალური წვლილი ბავშვების განვითარებასა და დამოუკიდებლობაში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვაკანტური პოზიციები:

1. ფიზიკური თერაპევტი
2. ქცევითი თერაპევტი (ABA თერაპევტი)
3. ოკუპაციური თერაპევტი
4. მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი)

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და უნარების შეფასება.
** ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება.
** ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიული სესიების ჩატარება.
** პროგრესის დოკუმენტირება, რეგულარული მონიტორინგი და პროგრამის კორექტირება.
** მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კონსულტირება და უკუკავშირის მიწოდება.
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება (ფიზიოთერაპია, ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედია ან მომიჯნავე სფერო).
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** სპეციალიზებული ტრენინგებისა და სერტიფიკატების ფლობა.
** ბავშვებთან მუშაობის სიყვარული, ემპათია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მულტიდისციპლინურ გუნდში გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).

საკონტაქტო ინფორმაცია 555 55 08 45
sanmediclinic@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე