|
დასახელება:
დისტრიბუტორი/პრისელერი
|
| მომწოდებელი:
ლაინ მედია
|
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
შპს "LINE MEDIA" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის/პრისელერის პოზიციაზე (საავტომობილო ზეთები და ავტოკოსმეტიკა).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: კვირაში 2 დღე დასვენება 10:00 - 18:00 საათი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
უნარები /პიროვნული კომპეტენციები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
მოთხოვნები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** მარშრუტებისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა;
** გაყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
** საკუთარი ავტომობილი.
პირობები და ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ნომერი
** ხელფასი: სახელფასო ბიუჯეტი: 1500-3500 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: line.media.georgia@gmail.com
|
|
|
|