|
დასახელება:
ღამის ცვლის ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
მედ 11
|
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
თუ ხარ ორგანიზებული, გაქვს სწრაფი რეაგირების უნარები, კარგად იცი ქართული და ინგლისური ენები - სასწრაფო სამედიცინო დახმარება "მედ 11" ღამის ცვლის ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებს!
იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია.
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: საშუალო ჯამური ანაზღაურება- 1000 -1200 ლარამდე
** სამუშაო განაკვეთი : საშუალოდ თვეში 10 დღე
- 16 საათიანი მორიგეობა (4 დღეში ერთხელ) 18:00-10:00 სთ; 100 ლარი
- 24 საათიანი მორიგეობა (შაბათ-კვირა, თვეში 2 ჯერ; უქმე დღეები თუ ემთხვევა მორიგეობას) 10:00-10:00 სთ; 24 საათი - 150 ლარი
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** მომხმარებელთა ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა მაღალი სერვისის სტანდარტით
** პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამისი სამედიცინო ბრიგადების კოორდინაცია
** კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა
** მომხმარებელთა უკმაყოფილების ან პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური მართვა;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტისთვის
აუცილებელია, რომ:
** იცოდე ინგლისური ენა კარგად
** იცოდე საოფისე პროგრამები საშუალო დონეზე
გაგვიხარდება თუ:
** თუ იცი რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე
** გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლცენტრში მუშაობის
** გაქვს უმაღლესი განათლება - სამედიცინო მიმართულებით ან ხარ სტუდენტი სამედიცინო მიმართულებით
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/EuOYI
|
|
|
|