|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ანძა
|
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი "ანძა - ANDZA.BBQ" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
რესტორანს აქვს ორი ფილიალი მახათას მთაზე და ვერაზე ბაქრაძის 20 ნომერში.
ჩვენი სამზარეულო ამერიკული სტილის შებოლილი ბარბექიუთი გამოირჩევა, ასევე ბურგერები და სხვა კერძები გვაქვს.
ანაზღაურება: 1200 ლარი + თიფი
სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** მენიუს შემადგენლობის ცოდნა;
** მომსახურების წესების დაცვა;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი;;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: andza.bbq@gmail.com ან მოგვწერეთ ინსტაგრამის გვერდზე https://www.instagram.com/andza.bbq/
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|