Робота для біженців з України
მხაზველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხაზველი
მომწოდებელი: გალტამი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ჰაერსატარებისა და სავენტილაციო სისტემების წარმოების საწარმო აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია და შეკვეთების მიღება;
** კლიენტისგან ტექნიკური ინფორმაციის, ზომების, ჩანახაზებისა და ნახაზების მიღება და დაზუსტება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ჩანახაზებისა და ნახაზების მომზადება;
** მოცემული ნახაზებიდან საჭირო დეტალების, ზომებისა და რაოდენობების განსაზღვრა;
** შეკვეთის ტექნიკურად დამუშავება და წარმოებისთვის მომზადება;
** დამუშავებული შეკვეთის წარმოებაში გადაცემა;
** წარმოების თანამშრომლებთან ტექნიკური საკითხების დაზუსტება;
** შეკვეთის სისწორისა და სრულყოფილად დამუშავების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური აზროვნება და ნახაზების წაკითხვის უნარი;
** შესაბამის სახაზავ პროგრამებში მუშაობის უნარი;
** ზომებთან და ტექნიკურ მონაცემებთან ზუსტად მუშაობის უნარი;
** კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ასევე *დამწყები კანდიდატებისთვის*;
** განიხილებიან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების *ბოლო კურსის სტუდენტებიც*;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 08:30 - 17:00
** ანაზღაურება: 1250 ლარი — საწყისი ანაზღაურება

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ადგილზე სამუშაო პროცესის შესწავლის შესაძლებლობას;
** პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: info.tbilisi@galtami.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577084946

წერილის სათაურში მიუთითეთ: *"მხაზველი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე