Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინგოროყვას კლინიკა
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანიის შესახებ:

ინგოროყვას კლინიკა ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ტექნიკურად განსწავლულ IT მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის კომპიუტერული ტექნიკის, ქსელური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებლების შეუფერხებელ ტექნიკურ მხარდაჭერას.

პოზიცია: IT მხარდაჭერის სპეციალისტი (IT Support Specialist)
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის პირველადი და მეორადი დონის (L1/L2) ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა ადგილზე
** კომპიუტერული აპარატურის (Hardware) დიაგნოსტიკა, შეკეთება, მონტაჟი და მოდერნიზაცია (Upgrade)
** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (PC, ლეპტოპები, პრინტერები, სკანერები და სხვა) გამართვა და ტექნიკური მომსახურება
** ოპერაციული სისტემების (Windows, macOS, Linux) და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება
** ქსელური მოწყობილობების (სვიჩები, როუტერები, Access Point-ები) მონტაჟი, საბაზისო კონფიგურაცია და მართვა
** ლოკალური ქსელის (LAN, Wi-Fi, VPN) მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა
** მომხმარებელთა ანგარიშების მართვა (Active Directory, Microsoft 365 / Google Workspace)
** კლინიკის IT ინვენტარის აღრიცხვა და შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (განიხილებიან დამწყები სპეციალისტებიც შესაბამისი ტექნიკური ცოდნით)
** კომპიუტერული ტექნიკური ნაწილის (Hardware) სიღრმისეული ცოდნა — აწყობა, დიაგნოსტიკა და კომპონენტების შეცვლა
** ქსელური პროტოკოლებისა და სერვისების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, DHCP, VLAN, VPN)

CV შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: info@htmc.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე