Робота для біженців з України
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი
მომწოდებელი: ვი ჯი ეს ნეთვორქი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
პოზიცია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: სამტრედია
მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალაცია;
** IP ტელევიზიის ინსტალაცია
** დაზიანების დროული და სწორი იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა
** ოპტიკური ბოჭკოს შედუღება (Fusion Splicing);
** ოპტიკური ხაზის სიმძლავრის გაზომვა და დიაგნოსტიკა;
** საჭიროების შემთხვევაში wi-fi და ანდროიდ სმარტ ტვ ბოქსების კონფიგურაცია;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება;
** კომპანიის ტექნიკური სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Fusion Splicer-თან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია FTTH/GPON ქსელის საბაზისო ცოდნა;
** ტექნიკური აზროვნება და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და აბონენტებთან სწორად ურთიერთობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
** საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა — აუცილებელია.

საკუთარი ავტომობილის მოთხოვნა:

** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსტალატორს უწევს სხვადასხვა მისამართზე გადაადგილება. შესაბამისად, აუცილებელია საკუთარი ავტომობილის არსებობა.
** საწვავის/ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას (+ ბონუსი.)
** შესრულებული სამუშაოს მიხედვით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
** პროფესიულ განვითარებას და ტექნიკურ სწავლებას;
** საჭირო სამუშაო ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში: vgsnetwork@vgs.ge

შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი ტექნიკური გუნდის წევრი!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე