Робота для біженців з України
ინსტალატორი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: ვი ჯი ეს ნეთვორქი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ვი-ჯი-ეს ნეთვორქ" - ინტერნეტისა და ტელევიზიის სერვისების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან კადრს, რომელსაც უნდა სტაბილური სამსახური.



ძირითადი მოვალეობები:


** აბონენტებთან ვიზიტი კომპანიის დავალებით;
** ოპტიკური ბოჭკოვანი ინტერნეტის მონტაჟი;
** ტელევიზიის სერვისის კონფიგურაცია;
** დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** ელემენტარული კომპიუტერული ცოდნა (Windows და ინტერნეტი);
** ტექნიკური განათლება ან მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა - პლუსი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია აუცილებელია), C კატეგორია ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია ცხოვრობდეთ სამტრედიიდან არაუმეტეს 15 კილომეტრის დაშორებით

პირადი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** ტექნიკური საკითხების სწრაფად ათვისების უნარი.

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vgsnetwork@vgs.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 05 42 42

სამუშაო ადგილი: სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №74 (ძველი სასწრაფოს შენობა).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე