Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული ტექნიკის ქსელი iTechnics და ჭკვიანი ტექნიკის ქსელი Mstore აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე, კვირაში ორი დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1500 ლარი (Net)

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე;
** კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა;
** პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
** მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
** ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით;
** შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია;
** ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს საბაზისო დონეზე;
** ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია თანამშრომელს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass-ს;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე