Робота для біженців з України
ტრენერი, პრაქტიკოსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერი, პრაქტიკოსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Royal Finance Academy
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"RFA" აცხადებს ბუღალტრების მიღებას.

"Royal Finance Academy" (RFA) აფართოებს ფინანსური განათლებისა და პროფესიული საბუღალტრო მომსახურების მიმართულებებს და თანამშრომლობისთვის იწვევს გამოცდილ ბუღალტრებსა და ფინანსების სპეციალისტებს აუთსორსზე.

"RFA"-ში შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ როგორც სასწავლო პროგრამების ტრენერი, ასევე დასაქმდეთ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.

სასწავლო მიმართულებები:

"RFA"-ში მიმდინარეობს და ეტაპობრივად იხსნება ფინანსური მიმართულების პროფესიული პროგრამები:

** ბუღალტერიის სრული პრაქტიკული კურსი;
** საგადასახადო დეკლარირება და RS.GE;
** Microsoft Excel — სრული პრაქტიკული კურსი;
** ფინანსური მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი;
** ხელფასების დარიცხვისა და საპენსიო შენატანების პრაქტიკული კურსი;
** ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკული მიმართულებები.

საბუღალტრო მომსახურების მიმართულება:

RFA ასევე ავითარებს კომპანიებისთვის აუთსორს საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, რის ფარგლებშიც ვეძებთ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ:

** კომპანიების მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას;
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას;
** RS.GE-სთან მუშაობას;
** ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვას;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას;
** კლიენტ კომპანიებთან პროფესიულ კომუნიკაციას.

ვის ვეძებთ?

გვაინტერესებს როგორც ტრენერის გამოცდილების მქონე ბუღალტრები, ასევე ძლიერი პრაქტიკოსები, რომლებსაც სწავლების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, თუმცა სურთ RFA-ს გუნდთან ერთად პროფესიული განვითარება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მოქმედი საგადასახადო და საბუღალტრო პროცესების ცოდნა.

შესაძლებელია თანამშრომლობა ერთი ან ორივე მიმართულებით:

1. RFA Academy — ტრენერი
2. RFA Accounting Services — პრაქტიკოსი ბუღალტერი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები/დოკუმენტები: rfa.academy.rfa@gmail.com

"Royal Finance Academy" — ვქმნით ფინანსების პროფესიონალთა ძლიერ ქსელს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე