Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ლოჯისტიკის კომპანია
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
ლოჯისტიკის კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.

მოვალეობები:

** ლოჯისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობები;
** შეთავაზებებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
** არსებული პორტფელის მართვა და მომსახურება;
** საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დაგეგმვა კომპანიის წარმომადგენლებთან;
** მოლაპარაკების წარმოება;
** მენეჯმენტთან რეპორტინგი;
** ლოჯისტიკური ბაზრის კვლევა/ანალიზი;
** შეკვეთების მიღება;
** პოტენციური კლიენტებისათვის შეთავაზებების მომზადება კონკრეტულ მომსახურებაზე და მოლაპარაკების წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებზე ინფორმაციის მუდმივად მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება/განახლება;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური); ინგლისური ენა; რუსული ენა.

დამატებითი პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; შაბათი (ნახევარი დღე).
** გამოსაცდელი ვადა - 2 თვე;
** ხელფასი - 3000 ლარი

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** გამართული მეტყველება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კლიენტურასთან ყოველდღიური მუშაობა და კომპანიის მომსახურების შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: hr7logistics@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

ფოტოსურათისა და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე