Робота для біженців з України
ნედლეულის მიმღები - საწარმო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნედლეულის მიმღები - საწარმო
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის მიმღების (საწარმო) თანამდებობაზე.

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

"G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობა:

** საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება;
** მიღებული ნედლეულის ვიზუალური კონტროლი;
** ნედლეულის მიღების პროცესში კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა;
** საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა;
** მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა;
** მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება.
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ერთჯერად კვებას;
** დილის საათებში მეტრო "სარაჯიშვილიდან" ტრანსპორტირებას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: ნედლეულის მიმღები (საწარმო)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე