Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გემოგრაფია
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
რესტორანი "გემოგრაფია" ეძებს აქტიურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის გაყიდვებისა და ბრუნვის ზრდა;
** ტურისტული სააგენტოების, გიდების, კომპანიებისა და ოფისების მოძიება და მათთან აქტიური კომუნიკაცია;
** ახალი პარტნიორების მოზიდვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** არსებული პარტნიორების სისტემატური მართვა და მათთან ურთიერთობის განვითარება;
** კორპორატიული და ჯგუფური სტუმრების მოზიდვა;
** გაყიდვების გეგმებისა და განსაზღვრული KPI-ების შესრულება.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 1, 800 ლარი + რესტორნის ნავაჭრის 1%, განსაზღვრული KPI-ის შესრულების შემდეგ.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც იქნება კომუნიკაბელური და აქტიურად იმუშავებს ახალი გაყიდვების არხების მოძიებაზე და რეალურად შეუწყობს ხელს რესტორნის შემოსავლების ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: bubalaghadze1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე