Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: Fibercell Group
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქციები:

** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში "ბალანსი";
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
** კონტრაქტების მიხედვით დავალიანებების და მათი დაფარვის მონიტორინგი;
** საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და დოკუმენტირება;
** დოკუმენტაციის დაარქივირება;
** მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის ან/და საგადასახადო შემოწმების დროს;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო მოთხოვნა- ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარები — ბანკებთან, კონტრაქტორებთან და შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
** დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა

რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bliadze@hotmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 სექტემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე