|
დასახელება:
ავეჯის ხელოსანი, მაღაზიის თანამშრომელი-მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ავეჯის მწარმოებელი კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
ავეჯის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ორ პოზიციაზე:
1. ავეჯის ხელოსანი
ძირითადი მოვალეობები:
** ლამინატისა და MDF-ისგან ავეჯის აწყობა;
** დამზადებული ავეჯის ობიექტზე მიტანა და მონტაჟი;
** ნახაზისა და ზომების მიხედვით მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავეჯის წარმოების სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
** რასკროის დაწერის ცოდნა — სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად და ხარისხიანად მუშაობის უნარი.
2. მაღაზიის თანამშრომელი-მძღოლი
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც მიხედავს ავეჯის მაღაზიას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებს მძღოლის ფუნქციას.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში მომხმარებლების მომსახურება და პროდუქციის მოწესრიგება;
** ავეჯისა და სხვა პროდუქციის დატვირთვა-გადმოტვირთვაში მონაწილეობა;
** გაყიდული პროდუქციის მომხმარებლის მისამართზე მიტანა;
** ხელოსნების ობიექტზე/მონტაჟზე გადაყვანა საჭიროების შემთხვევაში;
** საწყობიდან ან მომწოდებლისგან მასალებისა და ფურნიტურის წამოღება;
** კომპანიის ავტომობილის მოვლა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მაღაზიაში ყოველდღიური წესრიგის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** ფიზიკური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა;
** ავეჯის ან ავეჯის აქსესუარების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ანაზღაურება: კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 57 38 31
|
|
|
|