Робота для біженців з України
ბუღალტერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტორანი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
რესტორანი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

მდებარეობა: მცხეთა
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობა)

ბუღალტრის მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** სალაროს და ინკასაციის კონტროლი
** დებიტორებთან შედარება და ჩარიცხვების კონტროლი
** ინვოისის გამოწერა
** მასალა/ნედლეულის ჩამოწერა
** შიდა ტრანსფერების კონტროლი
** პროგრამაში გატარების შესრულება
** აღწერებში მონაწილეობის მიღება (თვეში ერთხელ)
** სხვადასხვა შიდა რეპორტის მომზადება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წარმოების ცოდნა და გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლის
** ბუღალტრული აღრიცხვის წესებისა და პროცედურების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ფინა)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაციის დამყარებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tevzadzenini1979@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ბუღალტერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 508004.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე