|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
პრომეტალი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
"პრომეტალი" სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია.
ვაკანსია — უმცროსი ბუღალტერი.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო დღეები შაბათ-კვირა, დასვენების დღე კვირის სხვა ნებისმიერი ორი დღე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** RS.GE-ზე გამოწერილი ზედნადებების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და შედარება;
** შემოსავლებისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დელეგირებული სხვა სააღრიცხვო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office (განსაკუთრებით Excel-ის).
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელ. ფოსტაზე: hello.prometal@gmail.com. სათაურში გთხოვთ მიუთითეთ "უმცროსი ბუღალტერი".
|
|
|
|