|
დასახელება:
საუზმის მზარეული
|
| მომწოდებელი:
ვილა მოსავალი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
|
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე. "ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სტუმრებისთვის საუზმის კერძების მომზადება დამტკიცებული მენიუსა და სტანდარტების მიხედვით;
** ცხელი და ცივი საუზმის პოზიციების დროული და ხარისხიანი მომზადება;
** საუზმის ბუფეტის შევსება, კერძების ვიზუალური მხარისა და ტემპერატურის კონტროლი;
** ნედლეულის მიღება, ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება და სწორად შენახვა;
** პროდუქციის დანახარჯისა და პორციების დადგენილი სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საუზმის კერძებისა და ძირითადი კულინარიული ტექნიკების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის მიმართ ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად;
** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი ხელზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** კვებით უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტირება თბილისიდან;
** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mosavaligroup.com. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "საუზმის მზარეული".
პერსონალური მონაცემების დაცვა:
კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება
პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|