Робота для біженців з України
მცხობელი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: ვილა მოსავალი
გამოქვეყნდა: 27 აგვისტო / ბოლო ვადა: 27 სექტემბერი
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე. "ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის პურის, ხაჭაპურისა და სხვა ცომეულის მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** ცომის მოზელა, დამუშავება, დაყოვნება და ცხობის პროცესის სრულად მართვა;
** ნედლეულის ხარისხის, ვარგისიანობისა და სწორად შენახვის კონტროლი;
** პროდუქციის გემოს, ვიზუალური მხარისა და პორციების სტანდარტის დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პურის, ხაჭაპურისა და სხვადასხვა სახეობის ცომეულის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
** ცომის მომზადებისა და ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** დატვირთულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად;
** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება;
** ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე;
** კვებით უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტირება თბილისიდან;
** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mosavaligroup.com. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "მცხობელი".

პერსონალური მონაცემების დაცვა:

კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება
პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე